"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" საზეიმო კონცერტით დასრულდა

საზოგადოება ·

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" საზეიმო კონცერტით დასრულდა

"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები"-ს 2026 წლის სეზონი საზეიმო კონცერტით დასრულდა. დასკვნით გალა-კონცერტს - "თამარ ლიჩელი და მეგობრები" თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდმა დარბაზმა უმასპინძლა. კონცერტმა ერთ სცენაზე გააერთიანა გამორჩეული ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებმაც მსმენელს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს. ტრადიცია არც წელს დაირღვა და დასკვნითი კონცერტიც ახალი მუსიკალური ნაწარმოებების პრემიერებს დაეთმო.