ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს - ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ - პატრიარქი

საზოგადოება ·

ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს - ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ - პატრიარქი

საკვირაო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და რწმენის, სულიერი სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთი და იგივე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც.