პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ჩვენი ქვეყნის წარსული ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი

ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, – ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ მრევლს ქადაგებისას. როგორც შიო მესამემ აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს.