პატრიარქი - ნათლობის საიდუმლოება არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი - იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს დიდი მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს

საზოგადოება ·

პატრიარქი - ნათლობის საიდუმლოება არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი - იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ეს დიდი მადლი, უნდა იცხოვროს ისე, როგორც უფალი მიგვითითებს

დღეს არის ზეიმი მთელი ეკლესიისთვის, რადგან ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ შვიდას ათი ახალმონათლული! - ნათლობის საიდუმლოება არის სულიერი დაბადება, ახალი ცხოვრების დასაწყისი , - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ ქადაგებისას განაცხადა საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპის დასრულების შემდეგ.