პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

საზოგადოება ·

პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა. "მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.