15-16 ნოემბერს ჭოველიძის და კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 15-16 ნოემბერს ჭოველიძის და კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. "შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე — თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში," — წერს მერია.