ნიკა ჩერქეზიშვილი - ქვეყნებში, სადაც კენტი და ლუწი ნომრების მქონე მანქანების განაწილება ხდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი საათივით წიკწიკებს და მუშაობს! თბილისში ეს შექმნის მძიმე პრობლემებს: ხალხს ბავშვები დარჩება სკოლებში, სამსახურებში ვერ მივლენ!

საზოგადოება ·

კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით გადანაწილების სისტემა დაასახელა. როგორც ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, „ამ სოციალურ გარემოში, როდესაც კატასტროფულად გაძვირდა ბენზინი, ქუჩაში სასეირნოდ არავინ დადის“. „ხალხი ავტომობილებით იმიტომ გადაადგილდება, რომ მათი შემოსავლის წყაროა, ან ოჯახის წევრები, ბავშვები დაჰყავთ სკოლაში ან ბაღში. სკოლებიც დანგრეულია და უწევთ ერთი რაიონიდან მეორე რაიონში სიარული. არავინ დადის სასეირნოდ, ყველას მიზნობრივი გამოყენება აქვს.