მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხვალ ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფის” სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის” მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი: გზის შეზღუდვა განხორციელდება ე.წ.