მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

საზოგადოება ·

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს. კვლევების შედეგად, გამოვლენილია სავარაუდოდ, V-VI საუკუნის, მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.