მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში, საოჯახო მოგზაურობის დროს, ავტოავარიაში მოჰყვა

საზოგადოება ·

მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში, საოჯახო მოგზაურობის დროს, ავტოავარიაში მოჰყვა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში, საოჯახო მოგზაურობის დროს, ავტოავარიაში მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან, ნიკა ხაზარაძესთან ერთად, სამოგზაუროდ იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში. ხაზარაძეები საკუთარი ავტომობილით ბრაზილიიდან მონტევიდეოში (ურუგვაი), ჩილეში, არგენტინაში მოგზაურობდნენ. ახლობლის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს ავარიის შედეგად ნეკნების მოტეხილობა აქვს.