"მედავითნე იყო, ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა“ - ცნობილია ლანჩხუთში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

საზოგადოება ·

"მედავითნე იყო, ეტყობა, წირვის შემდეგ სახლში მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა“ - ცნობილია ლანჩხუთში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ბიჭი ქობულეთიდან სოფელ ეწერაში, ტაძარში დადიოდა და სავარაუდოდ დღეს ის ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა ეს დიდი უბედურება დატრიალდა. ვინც მას იცნობდა, ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. “დიდი უბედურება დატრიალდა, 21 წლის გიორგი ცეცხლაძეა გარდაცვლილი, ქობულეთიდან იყო გიორგი. ლანჩხუთში არის სოფელი ეწერა, იქ ტაძარში მსახურობდა, მედავითნე იყო. ქობულეთიდან დადიოდა წირვა ლოცვაზე.