ხვალ თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება - შეიცვლება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებიც: ნახეთ ჩამონათვალი

როგორც თბილისის მერია განმარტავს, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. "შეზღუდვის დროს, ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას, ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს…