ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამეს იხსენიებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ იხსენიებს. აღნიშნულის შესახებ რელიგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. „ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა.