კახეთში შვილმა დედა დაჭრა

თელავში შვილმა დედა დაჭრა - ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც შსს იუწყება, სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.