„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, გადაერთებითი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში გადაერთებითი სამუშაოების გამო, მთაწმინდის რაიონის ათეულობით ქუჩას 15 ნოემბრის 12:00 საათიდან 16 ნოემბრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.