იტალიელმა არქეოლოგებმა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ქვეშ, იესო ქრისტეს სავარაუდო სამარხი აღმოაჩინეს

იტალიელმა არქეოლოგებმა იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ქვეშ აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც ბიბლიაში აღწერილ იესო ქრისტეს დაკრძალვის ადგილს საკმაოდ ზუსტად ემთხვევა. IV საუკუნეში აგებული ეკლესიის ქვეშ მათ მიაგნეს ქვის სამტეხლოს, დამუშავებული ნაკვეთებისა და ბაღის კვალს, ასევე კლდეში გამოკვეთილ სამარხს. სამუშაოების ხელმძღვანელის, ფრანჩესკა რომანა სტასოლას თქმით, ეს სწორედ ის მინდვრებია, რომლებიც, ახალი აღთქმის თანახმად, იერუსალიმის კედლებსა და გოლგოთას შორის მდებარეობდა.