გოგებაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადიდან აგურები ცვივა – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის №40-ში, შენობის ფასადიდან აგურები ცვივა. ინფორმაციას ადგილობრივი მოქალაქეები ავრცელებენ. მათი ცნობით, მერიასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. ერთ-ერთი მოქალაქე, თორნიკე აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილზე მისულმა ჯგუფმა ტერიტორია მხოლოდ ყვითელი გამაფრთხილებელი ლენტით შემოსაზღვრა.