კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 2027 წლის ბოლოს, დროებითი სახურავი მოიხსნება - შიდა და არა გარე სივრცე, სრულად არის და იქნება დაცული ნალექისგან

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა.