Geely Starship 7 და Toyota Corolla „საქართველოს ბანკის“ ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს ბანკს 60 ახალი ჰიბრიდული ავტომობილით უზრუნველყოფს და მათ სრულ საოპერაციო მართვას საკუთარ თავზე იღებს. თანამშრომლობა „თეგეტა ბიზნესის“ ფლიტმენეჯმენტის მომსახურების ფარგლებში წარიმართება: კომპანია იზრუნებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და დაზღვევაზე, ასევე უზრუნველყოფს მძღოლებითა და საწვავით. შედეგად, ავტოპარკის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცესები ერთიან სისტემაში, ერთი პარტნიორის ხელში იქნება მოქცეული. ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა.