განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება უკვე ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი. "ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება. მაგალითად, შეიძლება ერთი მშობელი იმყოფებოდეს უცხოეთში და მეორე მშობელს სჭირდებოდეს თავისი არასრულწლოვანი შვილის გაყვანა საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებოდეს მეორე მშობლის თანხმობა.