განათლების სამინისტრო - განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

საზოგადოება ·

განათლების სამინისტრო - განათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინპენმა მოაწერეს.