გახდი საკუთარი ბიზნესის მფლობელი „ბიბლუსთან“ ერთად - კომპანია ფრენშაიზის ქსელს რეგიონებში აფართოებს

„ბიბლუსი“ მაღაზიათა ქსელის გაფართოებას განაგრძობს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 78 ფილიალს, მათ შორის 9 ფრენშაიზ მაღაზიას აერთიანებს და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს. კომპანია ფრენშაიზით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, გახდნენ „ბიბლუსის“ პარტნიორები, ისარგებლონ ბრენდის გამოცდილებითა და რეპუტაციით და თავადაც გახსნან წიგნის მაღაზია. „ბიბლუსმა“ ფრენშაიზის კონცეფციის დანერგვა 2022 წელს დაიწყო.