Fitch-მა თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და ბანკის „BB“ რეიტინგი დაადასტურა. ასევე, დადასტურდა თიბისი ბანკის დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგი (VR) „bb“ დონეზე. Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვანი პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერ ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი. Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება.