ძველი წიგნების გაყვითლებულ ფურცლებსა და მათ სუნში ჩაკარგული ადამიანები - როგორ იცვლება ბიბლიოთეკის როლი ციფრულ ეპოქაში და რა ისტორიებს ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი

საზოგადოება ·

ძველი წიგნების გაყვითლებულ ფურცლებსა და მათ სუნში ჩაკარგული ადამიანები - როგორ იცვლება ბიბლიოთეკის როლი ციფრულ ეპოქაში და რა ისტორიებს ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი

კადრებზე გადადებული ფრაზები - "ბიბლიოთეკა ჩემთვის ყველაფერია", "დღე არ გავა აქ არ მოვიდე", "აქ სიმშვიდეა, ყველაფერია, რომ დროში დაიკარგო, წიგნმა დროში უნდა დაგკარგოს" - დროში სამოგზაუროდ აქ შემოსული ადამიანებისთვის, ვინ მოთვლის, კარი რამდენჯერ გაღებულა. ყველაზე ხმაურიანი აქ შესაძლოა მხოლოდ კარი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სიჩუმეში, ძველი წიგნების გაყვითლებულ ფურცლებსა და მათ სუნში ჩაკარგული ადამიანები აქ თითქმის ყოველდღე დადიან.