“პატრიარქი გააჩუმეს… იმ კვირას პატრიარქს უნდა ექადაგა და გამოტოვა” – დოროთე ყურაშვილი

2 კვირით ადრე, შიო მესამემ იქადაგა და როგორც თქვეს, ეს ეხებოდა კაზინოებს, თქვა, რომ ცოდვით მოპოვებული ფული დაანგრევს ქვყანას. ამავდროულად თქვა, რომ ვინც ამ ცოდვით ფულის მოპოვებას ხელს უწყობს, ის უფრო დიდ ცოდვას სჩადის. [ქადაგებისას] მას გვერდით ედგა მიხეილ ყაველაშვილი. ეს იყოს კვირის ქადაგება და მეორე დილით, ორშაბათს, მიხეილ ყაველაშვილმა ხელის მოაწერა ამ კანონპროექტს. [საუბარია კანონზე, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს].