დიდ დიღომში ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის მოედანი, ასევე, ღია სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ატრაქციონები. დაირგვება ხე-მცენარეები, ასევე მოეწყობა საპარკე ინვენტარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი შალვა პერანიძე ადგილზე გაეცნენ.