დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 60 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე გაზარდა

საზოგადოება ·

დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 60 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე გაზარდა

მაღალი მომართვიანობის გამო, ფინანსთა სამინისტრომ დევნილთა კომპენსაციის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 60 მილიონიდან 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა — ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, დავით კაიკაციშვილმა. პროგრამის თანახმად, თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც წარსულში არ აქვს მიღებული საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, შესაბამის სააგენტოში შეიტანოს განაცხადი და საცხოვრისის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია მიიღოს. კომპენსაცია დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარს ითვალისწინებს.