დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 7 პირს ბრალდება წარედგინათ - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.