ჩინურ უნივერსიტეტში შემოიღეს კურსი მათთვის, ვისაც უცნობებთან დარეკვის ეშინია

ჩინეთის ნანკინის უნივერსიტეტის სტუდენტებს სოციოფობიასთან ბრძოლისა და ტელეფონით დარეკვის შიშის დასაძლევად სასაუბრო უნარების განვითარების კურსს სთავაზობენ. South China Morning Post-ის ცნობით , პროგრამა „ზეპირი მეტყველება“ პირველად 2015 წელს ამოქმედდა და უნივერსიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურსად იქცა. სტუდენტები მასზე ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან. პროგრამის მონაწილეებს უწევთ შიშის დაძლევა, შემთხვევით შერჩეულ ადამიანთან დარეკვა და ტელეფონით ინტერვიუს ჩამორთმევა.