ბატეთის ტბა, მთებში მოქცეული ჩანჩქერები, ისტორიული მონასტრები და კლდეში გამოკვეთილი სკიტეები - ძამას ხეობა - ადგილი, სადაც ბუნების სილამაზე, ისტორია და სასულიერო ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის

არის ადგილები, სადაც შემოდგომა უბრალოდ წელიწადის დრო არ არის და, სანამ ცივი ზამთარი დადგება, ეს საოცარი სანახაობაა - სწორედ ასეთია ძამას ხეობა. აქ ბუნების სილამაზეს საუკუნეების ისტორია და ბევრი საიდუმლოც ერწყმის. ხშირად, ძამას ხეობაში მოგზაურობა ბატეთის ტბიდან იწყება. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარე ტბა მთლიანად ტყითაა გარშემორტყმული. ზამთრის დადგომამდე აქ საოცარი ფერებია, თუმცა არის ადგილები, სადამდე მისვლაც შედარებით რთულია და მეტ დროსაც მოითხოვს.