"საკუთარ ოთახში გადავიყვანეთ. როგორი ბედნიერია, არ იცით... აქვს აბაზანა, სუფთა საწოლი და ყველაფერი, რაც სჭირდება" - აკა სინჯიკაშვილი ყაზბეგზე, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ კაცზე

საზოგადოება ·

"საკუთარ ოთახში გადავიყვანეთ. როგორი ბედნიერია, არ იცით... აქვს აბაზანა, სუფთა საწოლი და ყველაფერი, რაც სჭირდება" - აკა სინჯიკაშვილი ყაზბეგზე, ღია ცის ქვეშ მცხოვრებ კაცზე

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მამაკაცს, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, ახლა უკვე საკუთარი ოთახი აქვს. "თითქოს ამინდს მოვასწარით, ყაზბეგის 25 ნომრის სკვერიდან, კაცი გადავიყვანეთ საკუთარ ოთახში, სადაც აქვს აბაზანა, სუფთა საწოლი და ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის სჭირდება მივეცით ტანსაცმელი, საჭმელი, ცოტა სულს მოითქვამს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს. როგორი ბედნიერია, არ იცით.