აღდგენილი კინომემკვიდრეობა - საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის რამდენიმე კინონამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა

საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა ჟანრისა და პერიოდის კიდევ რამდენიმე კინონამუშევრის რესტავრაცია განხორციელდა. მათ შორისაა ნოდარ გუბელაძის 1983 წლის დოკუმენტური ფილმი "აფხაზეთი", რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების აფხაზეთის ყოველდღიურობას ასახავს. კინომემკვიდრეობის ამ კოლექციას ზაალ კაკაბაძის მუსიკალური ფილმი "კონცერტი-72" ემატება. არქივში ასევე აღადგინეს 70-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმი "გალაკტიონ ტაბიძე".