„ადგილი აქვს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მცდელობას“ - ახალციხის მერია განმარტავს, რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად

საზოგადოება ·

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, თუ რატომ არ დაუთმეს ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზი კათოლიკეებს კონფერენციის ჩასატარებლად. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალციხის ციხეზე არსებული დარბაზი ამ ეტაპზე ტექნიკურად გაუმართავია: ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი. „ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზის დათმობასთან დაკავშირებით.