2025 წელს მშპ-ის მოცულობა 108 418.1 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაზუსტებული მონაცემებით 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 108 418.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.