ვატო ყიფიანს, „კაწროსა“ და კიდევ 3 პირს დავით ფეიქრიშვილის საქმეზეც შეეფარდათ პატიმრობა

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს (კაწრო), შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ისინი უკვე იმყოფებიან პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ვატო ყიფიანის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.