ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს - ის, რაც დღეს ხდება, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომლითაც არაფერი გამოუვიდათ და ახლა დაიწერა ახალი სცენარი

სამართალი ·

მოსამართლის გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონო იყო, - ასე გამოეხმაურა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტების, ვატო ყიფიანისა და კიდევ 3 პირის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ფხალაძის თქმით, პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა.