ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სამართალი ·

ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.