76 წლის დაკავებული მასწავლებლის გათავისუფლებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ითხოვენ - შეიქმნა პეტრიციაც

სამართალი ·

76 წლის დაკავებული მასწავლებლის გათავისუფლებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ითხოვენ - შეიქმნა პეტრიციაც

მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაკავებული 76 წლის ფიზიკის მასწავლებლის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალურ პეტიციას ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. საუბარია მასწავლებელზე, რომელსაც მე-8 კლასელი გოგონა მისდამი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. ხელმომწერები ამტკიცებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მერვეკლასელ გოგონას მასწავლებელთან ბოლო დღეებში უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც მასზე შურისძიება დაგეგმა.