ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს

სამართალი ·

ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს

თელავში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. "სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს.