თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

სამართალი ·

თელავში, ცივი იარაღის გამოყენებით შვილმა დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - ის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. “დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.