თელავში დედის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარედგინა

თელავში დედის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.