თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სამართალი ·

თბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩატარდება, სადაც მძიმე დანაშაულში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ამ დროისთვის, უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაკავებულ გია ძლიერაშვილს. ცნობისთვის, თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე ცოლ-ქმარს, სოსო სუჯაშვილსა და ნანა ფირანიშვილს მათსავე საცხოვრებელ სახლთან ავტომატიდან ესროლეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.