თბილისში პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პენსიონერი ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 62 წლის გია ძლიერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოში საქმის განხილვა წუხელ გვიან ღამით დასრულდა. „სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში სრულადაა ასახული ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე მისვლის, დაზარალებულებისთვის ჩასაფრების და განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტები. ეს ჩანაწერები არის დათვალიერებული ბრალდებულის ოჯახის წევრების მონაწილეობით.