თბილისი, გურია, შიდა ქართლი - კოტეჯების მშენებლობის დაპირებით მოქალაქეები მოატყუეს

კოტეჯების აშენების დაპირებით მოქალაქეებისგან 160 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში საცხოვრებლების მშენებლობას სთავაზობდა, სამუშაოების დაწყებამდე კი თანხას წინასწარ იღებდა. დაპირებული ვალდებულებები არ შეასრულა და მიღებულ თანხას დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.