შსს - სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, მათ შორის სამი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 162 ვაზნა და მჭიდები ამოიღეს - დაკავებულია ოთხი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.