სასაზღვრო პოლიციამ საქართველო–თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა

სამართალი ·

სასაზღვრო პოლიციამ საქართველო–თურქეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სარფისა“ და „კირნათის“ გვერდის ავლით, ქვეითად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.