სასამართლომ დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი

სამართალი ·

სასამართლომ დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნდობის, ავტორიტეტის და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის, ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული…