საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა მოსამართლე ევა გოცირიძის საქმიდან განრიდების თაობაზე არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.