ფეიქრიშვილების დედა პაატა სალიას გადადგომას და მისი შვილის ცემის "დამკვეთის" დასჯას ითხოვს

ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. აბრამიშვილმა "ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა, რომ ბრალი არასწორადაა წარდგენილი და მის შვილზე, დავით ფეიქრიშვილზე, არა მხოლოდ იძალადეს, არამედ აწამეს კიდეც. "მე არა ვარ კმაყოფილი იმ კვალიფიკაციით, როგორიც ბატონმა პროკურორმა გააკეთა. ეს არ იყო ძალადობა, ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად, მაგრამ აქ იყო წამება.