ორბანის მთავრობის ყოფილ მინისტრს ტყეებში დამარხული $19,5 მილიონი ამოუღეს

უნგრეთის ანტიკორუფციულმა სააგენტოს განაცხადებით, ვიქტორ ორბანის მთავრობის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ტყეებში დამარხული და სხვადასხვა ადგილას დამალული 19,5 მილიონი დოლარის ღირებულების ნაღდი ფული ამოიღეს. მიკლოშ სესტაკს, რომელიც 2014-2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრი იყო, ბრალად ედება ქრთამის აღება სქემაში, რომელიც სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეორადი ავტობუსების ხელოვნურად გაზრდილ ფასებში შესყიდვას უკავშირდებოდა.